გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება

გიორგი გახარია პარტიის „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის მერობის კანდიდატების, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრების წარდგენისას განაცხადა.

ღონისძიება მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში მიმდინარეობს.