ირლანდიის მოსახლეობამ 5 მილიონ ადამიანს პირველად გადააჭარბა

ირლანდიის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით, 5,01 მილიონ ადამიანს შეადგენს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

1851 წლის აღწერის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მოსახლეობის რაოდენობამ 5 მილიონ ადამიანს გადააჭარბა და 5.11 მილიონი მოქალაქე დარეგისტრირდა. ამასთან, ეს რაოდენობა, 1961 წლის აღწერასთან შედარებით, 2.19 მილიონით მეტია.

დადებითმა სუფთა მიგრაციამ და მოსახლეობის ბუნებრივმა ზრდამ ბოლო 12 თვის განმავლობაში 34,000 ადამიანი შეადგინა. იმავდროულად, 65 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობის რაოდენობა მიმდინარე წლის აპრილისთვის 22 200 ადამიანით გაიზარდა.

აპრილში ირლანდიაში 65 წლისა და მეტი ასაკის 742 300 ადამიანი ცხოვრობდა, რაც ხუთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე 17,9% -ით მეტია.

სტატისტიკოსი ჯეიმს ჰეგარტი აცხადებს, რომ ბოლო სტატისტიკა COVID-19-ით გამოწვეულ გარკვეულ დემოგრაფიულ და სოციალურ შედეგსაც ასახავს. მისი თქმით, მოსახლეობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი მიგრაციაა. მიმდინარე წელს სამშობლოში 30 000-ზე მეტი ირლანდიელი დაბრუნდა საცხოვრებლად, ხოლო 22 000 საზღვარგარეთ წავიდა.

„2010 წლის შემდეგ მხოლოდ მესამეჯერ ხდება, როცა იმაზე მეტი ირლანდიელი ბრუნდება, ვიდრე ქვეყნას ტოვებს,” - აცხადებს ჰეგარტი.

2016 წლის შემდეგ ქვეყნის მოსახლეობა, დაახლოებით, 6%-ით, ხოლო 65 წელს გადაცილებულ პირთა რაოდენობა 18%-ით გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ