4 წლიანი შიდა უპროცენტო განვადება საუკეთესო დაგეგმარების ბინებზე გლდანში

მათ, ვისაც ოპტიმალურად დაგეგმარებული, მაღალი ხარისხის მასალებით აშენებული და ხელსაყრელი მდებარეობის მქონე ბინის შეძენა სურს, „ტერასა გლდანი გრინ თაუერი“ სპეციალურ აქციას სთავაზობს - 4-წლიანი შიდა უპროცენტო განვადება პროექტში დარჩენილ ნებისმიერი ფართის ბინაზე.

„ტერასა გლდანი გრინ თაუერს“ დეველოპერული კომპანია „ტერასა ჯგუფი“ ახორციელებს. პროექტი გამოირჩევა ხელსაყრელი მდებარეობით, რადგან ხორციელდება ქერჩის ქუჩაზე, გლდანის გამგეობის მიმდიბარედ, როგორც ახმეტელის, ისე სარაჯიშვილის მეტროს სიახლოვეს; ასევე, შენდება უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით, რაც მის მდგრადობას, ხმისა და თბოიზოლაციას უზრუნველყოფს. პროექტის უპირატესობაა სახურავზე მოწყობილი გამწვანება და სკვერი, რომელიც მობინადრეებს განტვირთვისა და დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებას მისცემთ.

240943248-550696179604293-816601308932995464-n-1630582987.jpg

გამწვანებული სახურავი ახალი სიტყვაა ქართულ დეველოპერულ ბიზნესში. „ტერასა ჯგუფი“ კი ერთ-ერთი მოწინავეა, რომელიც აღნიშნულ ტენდენციას აქტიურად ნერგავს. „ტერასა გლდანი გრინ თაუერის“ პროექტში უახლესი სტანდარტებით მოეწყობა გასართობი სივრცე, ბილიკები, დაირგვება მცენარეები და ბალახის საფარი. თითოეულ მობინადრეს საშუალება ექნება, სახურავზე მოწყობილ პარკს ნებისმიერ დროს ესტუმროს.

241153989-542076847076359-1621008459085638185-n-1630583017.jpg

პროექტში ამ ეტაპზე დარჩენილია როგორც 53 კვ/მ და 68 კვ/მ, ისე 110 კვ/მ ფართობამდე ბინები, რომელიც იდეალურია დიდი ოჯახებისთვის.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, „ტერასა ჯგუფს“ საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვონ და კომპანიის წარმომადგენლები დამატებით დეტალებს პირადად გააცნობენ.

241043988-1174100543099875-3763968450073167377-n-1630583066.png

R