აიცერი სითი მოლში!

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო–სა და თბილისის მერია / Tbilisi City Hall–ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, დღეიდან ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები „სითი მოლი საბურთალოს“ და „სითი მოლი გლდანის“ სავაჭრო ცენტრების ტერიტორიაზე განთავსდება.

ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ყოველდღე 11:00-დან – 20:000-მდე, შემდეგ მისამართებზე იმუშავებენ:

  • სითი მოლი საბურთალო – ვაჟა–ფშაველას გამზირი #70, ღია ავტოსადგომის ტერიტორია („სითი გარდენის“ მიმდებარედ)
  • სითი მოლი გლდანი – ი. ვეკუას #1 , ღია ავტოსადგომის ტერიტორია (მუხიანის მხარეს)

ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ და აცრის ჩატარებას სასურველი ვაქცინით შეძლებენ.

სითი მოლში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტების გახსნით, ორგანიზებას გავუწევთ დასაქმებულთა სრულ ვაქცინაციას. ამასთან, ხელს შევუწყობთ სავაჭრო ცენტრებში შემოსულ მომხმარებელთა და ახლო ლოკაციაზე მცხოვრები მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესს.