Bloomberg - ევროკავშირში ვაქცინების 534 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 371 მილიონი

მსოფლიოს 183 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 5.35 მილიარდი დოზა გამოიყენეს, - შესაბამის მონაცემს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, დღეში 41.4 მილიონი ადამიანი იცრება. ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 34.9%-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი.

მსოფლიოს ქვეყნებში ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2 მილიარდს გადააჭარბა. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 654 მილიონია. ევროკავშირში ვაქცინების 534 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 371 მილიონი.