როგორი იქნება ავტობუსის გაჩერებებზე ახალი მოსაცდელები - მერია მშენებლობაზე ტენდერს აცხადებს (+ფოტო)

დედაქალაქში, ავტობუსის რამდენიმე გაჩერებაზე ახალი გადახურული მოსაცდელები მოეწყობა.

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ 150 ახალი მოსაცდელის მშენებლობის შესყიდვაზე 3 ტენდერი გამოაცხადა. ტენდერებში წინადადებების მიღება 19 სექტემბერს დაიწყება და 24 სექტემბერს დასრულდება. ჯამშო მოსაცდელების დამონტაჟებაზე მერია 2.755 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.

პირველი ტენდერის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1.294 მლნ ლარს შეადგენს, დასამონტაჟებელია 50 მოსაცდელი.

გარდა ამისა, სააგენტოს ავტობუსების მოსაცდელების მშენებლობაზე დამატებით კიდევ 2 ტენდერი აქვს გამოცხადებული, ერთი ტენდერის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება არის 471 148 ლარი, მეორის - 989 901 ლარი. როგორ პირველ ტენდერში, მეორე და მესამეშიც დასამზადებლია 50-50 მოსაცდელი. ფასებს შორის სხვაობა კი განპირობებულია თავად ობიექტების დიზაინით.

დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მიმწოდებელმა 150 ახალი მოსაცდელის მშენებლობა ეტაპობრივად, 2022 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.

„მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოება უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესების სრული დაცვით“ - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

1.294 მლნ ლარის ტენდერით გათვალისწინებული მოსაცდელების დიზაინი:

mosac4-1630651048.jpg

mosac-1630651051.jpgmosac1-1630651050.jpgmosac2-1630651049.jpg

989 901 ლარის ტენდერით გათვალისწინებული მოსაცდელების დიზაინი:

mosac7-1630664415.jpgmosac6-1630664405.jpgmosac5-1630664396.jpg

471 148 ლარის ტენდერით გათვალისწინებული მოსაცდელების დიზაინი:

mosac10-1630664563.jpgmosac9-1630664556.jpgmosac8-1630664546.jpg