ბადრიჯანი - 139%-ით, ზეთი - 83%-ით, კარტოფილი - 46%-ით - 10 პროდუქტი, რომელიც აგვისტოში ყველაზე მეტად გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა.

აგვისტოს მდგომარეობით, წლიურ ჭრილში ფასები მკვეთრად არის გაზრდილი ყველა ძირითად სამომხმარებლო ჯგუფზე, მათ შორის სურსათზე 16.2%-ით; ტრანსპორტზე 22.5%-ით; ჯანდაცვაზე კი 10.9%-ით.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 საკვებ პროდუქტს, რომელიც აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა :

  • ბადრიჯანი - 139.15%
  • კიტრი - 110.3 %
  • ჭარხალი - 108.2%
  • მზესუმზირის ზეთი - 83%
  • სტაფილო - 82.9%
  • კომბოსტო - 80.2%
  • წიწაკა - 60.2%
  • ატამი - 57.6%
  • კარტოფილი - 46.2%
  • მსხალი - 38.5%

თამარ მუკბანიანი