ბილაინი თანამშრომლების ვაქცინაციის  სამოტივაციო კამპანიას აწარმოებს

ბი­ლა­ი­ნი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯგუფ „ვი­ო­ნის“ წევ­რი, თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე ზრუნ­ვის მიზ­ნით, „კო­ვიდ უსაფრ­თხო“ კომ­პა­ნი­ის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბის­თვის შიდა სა­ინ­ფორ­მა­ციო აქ­ტი­ვო­ბას აწარ­მო­ებს.

5 ივ­ლი­სი­დან ში­და­სა­კო­მუ­ნი­კა­ციო პლატ­ფორ­მა­ზე Workplace by Facebook ხორ­ცი­ელ­დე­ბა კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც თა­მაშ­რომ­ლე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­კენ მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას ეძღვნე­ბა. კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლებ­მა მი­ი­ღონ გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი, ფაქ­ტე­ბი­თა და სტა­ტის­ტი­კით გამ­ყა­რე­ბუ­ლი უტყუ­ა­რი ინ­ფორ­მა­ცია და თა­ვად გა­ა­კე­თონ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი.

კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, ბი­ლა­ი­ნი თა­ნამ­შრომ­ლებს სის­ტე­მა­ტი­უ­რად აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში, ასე­ვე ქვე­ყა­ნა­ში და მსოფ­ლი­ო­ში, შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი­სა და მოწ­ვე­უ­ლი ექი­მე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით ონ­ლა­ინ პა­სუ­ხობს ხში­რად დას­მულ კი­თხვებს, და­საქ­მე­ბუ­ლებს აც­ნობს ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­თათ­ვის ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ბე­ნე­ფი­ტებს და სხვა. Workplace-ზე თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა, სა­დაც თავ­მოყ­რი­ლია ვირუ­სის მარ­თვას­თან და ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია.

კამ­პა­ნი­ის და­სა­წყის­ში­ვე ჩა­ტარ­და და მას შემ­დეგ ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად ტარ­დე­ბა გა­მო­კი­თხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის და­სად­გე­ნად ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. კვლე­ვის რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­ნახ­ლე­ბა­დი შე­დე­გე­ბი კომ­პა­ნი­ას სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის სწო­რად წარ­მარ­თვა­ში ეხ­მა­რე­ბა.

ში­და­სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია და­საქ­მე­ბულ­თა მო­ტი­ვა­ცი­აც და მათი ჩარ­თუ­ლო­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ხელ­შემ­წყობ აქ­ტი­ვო­ბებ­ში. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ფოტო-ვი­დეო კონ­კურ­სი „მე ავი­ცე­რი“ მიმ­დი­ნა­რე­ობს. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თა­ნამ­შრომ­ლებს რო­გორც გუნ­დუ­რად, ასე­ვე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შე­უძ­ლი­ათ. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რად შერ­ჩე­უ­ლი ჟი­უ­რი გა­მო­ავ­ლენს და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრი­ზე­ბით და­ა­ჯილ­დო­ებს.

„პან­დე­მი­ის და­წყე­ბის დღი­დან­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვუდ­გე­ბით ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და აბო­ნენ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა გან­ვა­ხორ­ცი­ლეთ. ამ ეტაპ­ზე ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ერ­თმა­ნე­თის მხარ­და­ჭე­რი­თა და მო­ტი­ვა­ცი­ით, „კო­ვიდ უსაფრ­თხო“ კომ­პა­ნი­ის სტა­ტუ­სი მალე მო­ვი­პო­ვოთ და წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბა­ში. ჩვე­ნი გზავ­ნი­ლე­ბი მკა­ფი­ოა - ვაქ­ცი­ნა­ცია ერ­თმა­ნეთ­თან და პან­დე­მი­ის და­სას­რულ­თან გვა­ახ­ლო­ებს; თი­თო­ე­ულ აც­რილ ადა­მი­ანს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, პერ­სო­ნა­ლუ­რი წვლი­ლი შე­აქვს არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის თუ ქვეყ­ნის, არა­მედ მსოფ­ლიო პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში და დღეს ვაქ­ცი­ნა­ცია არის ყვე­ლა­ზე ქმე­დი­თი გზა უხი­ლა­ვი მტრის და­სა­მარ­ცხებ­ლად. ბი­ლა­ინ­ში ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ თა­ნამ­შრო­მელ­თა რი­ცხვი დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა, რაც კარ­გად ასა­ხავს გუნ­დის სა­ერ­თო სუ­ლის­კვე­თე­ბას და მა­ღალ სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას,“- აცხა­დე­ბენ ბი­ლა­ინ­ში.