პაშა ბანკის პრო ბონო ვებინარი თემაზე:"კიბერუსაფრთხოება ყოველდღიურ ცხოვრებაში"

პაშა ბან­კმა ჩა­ა­ტა­რა პრო ბონო ვე­ბი­ნა­რი სა­თე­მო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სათ­ვის, თე­მა­ზე "კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში". პრო ბონო ვე­ბი­ნარს უძღვე­ბო­და პაშა ბან­კის ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი - ზაზა გა­ბაშ­ვი­ლი.

შეხ­ვედ­რის დროს, მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ინ­ფორ­მა­ცია შემ­დეგ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ი­ღეს:

  • პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვა
  • SPAM
  • ფი­შინ­გი
  • სახ­ლის უკა­ბე­ლო ინ­ტერ­ნეტ ქსე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა
  • ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტა და უსაფრ­თხო­ე­ბა
  • რო­გორ და­ვიც­ვათ თავი კი­ბერ შე­ტე­ვის­გან?
  • რო­გორ და­ვიც­ვათ თავი ინ­ტერ­ნეტ ბან­კინ­გის და ზო­გა­დად სა­ბან­კო პრო­დუქ­ტებ­თან - და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თაღ­ლი­თო­ბის­გან?

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო ბონო ქსე­ლი" წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი იმ ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბის არა­ფორ­მა­ლურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, რო­მელ­თაც სურთ სა­კუ­თა­რი ექ­სპერ­ტი­ზი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­სი­კე­თოდ.

პრო ბონო კონ­სულ­ტი­რე­ბას მე­დი­ა­ცი­ას უწევს "სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი" პრო­ექტ "სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვის" ფარ­გლებ­ში. მას აფი­ნან­სებს ევ­რო­კავ­ში­რი, ხოლო თა­ნა­დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლია კონ­რად ადე­ნა­უ­ე­რის ფონ­დი. პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს კონ­სორ­ცი­უ­მი კონ­რად ადე­ნა­უ­ე­რის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით.

პაშა ბან­კი პრო ბონო ქსელს 2017 წელს შე­უ­ერ­თდა და ეს უკვე ბან­კის მე­სა­მე პრო­ბო­ნო აქ­ტი­ვო­ბაა:- 2018 წლის 13 ივ­ნისს პაშა ბან­კის და მისი თა­ნა­გუნ­დე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის - ჯი­პი­აი ჰოლ­დინ­გი და ჯე­ო­ლა­ბი - თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის ასო­ცი­ა­ცია „საგა“-თვის სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ დამ­ზად­და ვებ-გვერ­დი sagango.ge.- 2017 წლის დე­კემ­ბერ­ში პაშა ბან­კის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ შე­იქ­მნა სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო „კო­და­ლას“ პრო­დუქ­ცი­ის ონ­ლა­ინ კა­ტა­ლო­გი.

პაშა ბან­კი ბა­ქო­ში სა­თა­ვო ოფი­სის მქო­ნე ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტია, რო­მე­ლიც ოპე­რი­რებს აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქეთ­ში. პაშა ბან­კი მსხვილ, სა­შუ­ა­ლო და მცი­რე ზო­მის სა­წარ­მო­ებს სთა­ვა­ზობს კორ­პო­რა­ცი­ულ და სა­ინ­ვეს­ტი­ციო სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბას.