კიბერუსაფრთხოების სერთიფიცირებული კურსები უკვე ქართულ ენაზე

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბის მიერ, აშშ-ის მხარ­და­ჭე­რით, ქარ­თულ ენა­ზე ითარ­გმნა სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი „ცის­კოს“ სას­წავ­ლო კურ­სე­ბი - „კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი“ და „შე­სა­ვა­ლი კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა­ში“.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბი უკვე გან­თავ­სე­ბუ­ლია „ცის­კოს“ აკა­დე­მი­ის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ- გვერ­დზე https://www.netacad.com/ და ხელ­მი­საწ­ვდო­მია ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რი­სათ­ვის. პროგ­რა­მა­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბა და სრუ­ლი სას­წავ­ლო კურ­სის გავ­ლა მსურ­ვე­ლებს, ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში შე­უძ­ლი­ათ. გა­მოც­დის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, შე­სა­ბა­მი­სი სერ­თი­ფი­კა­ტი გა­ი­ცე­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კურ­სი, „კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი“ ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი და ყვე­ლა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ი­ცავს. ინ­ფო­რო­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნე­ტის უკი­დე­გა­ნო სამ­ყა­რო­ში, გაზ­რდის თქვე­ნი და­ცუ­ლო­ბი­სა და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის დო­ნეს. კურ­სი „შე­სა­ვა­ლი კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა­ში“ კი, ამ სფე­რო­ში თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი გავ­ნი­თა­რე­ბის პირ­ვე­ლ ნა­ბი­ჯად შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს.

და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი რე­გის­ტრა­ცი­ის გა­სავ­ლე­ლად უნდა ეწ­ვი­ოთ აკა­დე­მი­ის ვებ-გვერდს https://www.netacad.com/courses/cybersecurity/introduction-cybersecurity და აირ­ჩი­ოთ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი ენა. დღე­ი­დან უკვე ქარ­თუ­ლი ენის არ­ჩე­ვაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ჩვენ იმედს გა­მოვ­თქვამთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბი ხელს შე­უ­წყობს სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას.