მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 220 მილიონს გადააჭარბა, კოვიდ 19-ს დღემდე 4.56 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 220 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.56 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 196.7 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.7 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 40.5 მილიონი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 32.9 მილიონი შემთხვევით, შემდეგ მოდის ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი.