1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1196 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1196 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1196 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1183 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7033 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6952 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0081 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.