ტადაში იანაი - იაპონიის მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანის წარმატების ისტორია

მოდის ინდუსტრია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სფეროა. დიზაინერები ძალიან დიდ ფულს გამოიმუშავებენ, მაგალითად, LVHM დამფუძნებელი ბერნარ არნო არის გლობალური მილიარდერთა კლუბის ნომერ პირველი ფიგურა. მაგრამ ის არ არის ერთადერთი მოდის მაგნატი, რომელსაც რეკორდული ქონება აქვს.

ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ამ სფეროში Uniqlo-ს დამფუძნებელი, იაპონიის მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი ტადაში იანისაა. იგი 33 მილიარდ დოლარს ფლობს.

იანაი ქალაქ უბეში, 1949 წლის 7 თებერვალს დაიბადა. მამამისი ტანსაცმლის საკუთარ მაღაზიას - Men's Shop Ogoroi Shoji-ს ფლობდა. ოჯახი მაღაზიის მაღლა არსებულ სართულზე ცხოვრობდა.

იანაი ერთადერთი ვაჟი იყო ოჯახში, მათი ტრადიციისამებრ მშობლებს სურდათ შვილს უმაღლესი განათლება მიეღო. სკოლის დამთავრების შემდეგ იგი ტოკიოს ვაესდას უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა ცნობილია თავისი საქმიანობით, დღემდე აღიარებს, რომ მას ახალგაზრდობაში მოტივაცია აკლდა.

”მე ვიყავი ტიპიური აპათიური სტუდენტი. კოლეჯში არ მივსულვარ და დრო მაჰჯონგისა და პაჩინკოს თამაშში გავატარე, ” - აღიარებს იანაი ნიპონ “შაჩოსთან“ ინტერვიუში.

მამის რჩევით, იანაიმ მაღაზია Jusco-ში დაიწყო მუშაობა. თუმცა მთელი ეს პროცესი მას ძალიან ღლიდა. მალევე სამსახური დატოვა და სახლში დაბრუნდა. მუშაობა კი მამის მაღაზიაში დაიწყო. სწორედ ამ გამოცდილებამ განაპირობა მისი სწრაფვა ბიზნესისადმი.

”მე მივხვდი, რომ მნიშვნელოვანია არ არსებობდეს რაიმე წინასწარ განსაზღვრული სცენარი. თქვენ შეგიძლიათ ერთი და იგივე რამ ბევრჯერ სცადოთ“, - ამბობს იანაი.

ორი წლის შემდეგ, იანაის მამამ დატოვა ბიზნესი და მაღაზიის მმართველობა შვილს გადაულოცა. იანაიმ კომპანიის რებრენდინგი დაისახა მიზნად და სამიზნე ახალგაზრდა აუდიტორია გახდა. მან დანიშნა შეხვედრა Giordano International– ის დამფუძნებელ ჯიმი ლაისთან და ისინი თანაშრომლობაზე დაითანხმა.

"მე მივედი ჯიმი ლაისთან, Giordano- ს დამფუძნებელთან, სადაც მივხვდი, რომ ვაჭრობისთვის საზღვრები არ არსებობს. ჩვენ იგივე ასაკის ვართ და ვფიქრობდი: თუ მას შეუძლია ამის გაკეთება, მეც შემიძლია. ამის შემდეგ დავიწყე ბიზნესის კეთება ჰონგ კონგში“ – ამბობს იაპონური ფორვარდის მაგნატი.

Uniqlo-ს აღზევება

1980 -იანი წლებისთვის იანაიმ ყურადღება მიიქცია “ქეჟუალი სტილის“ ტანსაცმლით. მან პირველი მაღაზია ჰიროსიმაში 1984 წელს გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიას გარკვეული დრო დასჭირდა აღიარების მოსაპოვებლად, იანაიმ მომხმარებლების მოსაზიდად თავისი საზრიანი საქმიანი ტაქტიკა გამოიყენა.

„იდეა იყო შეგვექმნა მაღაზია, სადაც მყიდველებს ექნებოდათ შესაძლებლობა მაღალი ხარისხის ტანსაცმელი გონივრულ ფასად შეეძინათ“, - ამბობს მაღაზიის წარმომადგენელი ბერილ პეი-ჩენ ტუნგი იანაის წიგნიდან.

რისკმა გაამართლა. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ასობით მაღაზია გაიხსნა. 1988 წელს სწრაფად მზარდი ბიზნესის სახელი შეიცვალა და მაღაზიების ქსელს Uniqlo ეწოდა.

ქურთუკები Uniqlo– ს “სავიზიტო ბარათი“ გახდა. როგორც Business Insider იუწყება, 1998 წელს ოთხიდან ერთ ადამიანს Uniqlo– ს ქურთუკი ჰქონდა. დღესდღეობით, კომპანია 13 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მთელს მსოფლიოში ათასზე მეტ მაღაზიას ამუშავებს.

Fast Selling– ის კაპიტალიზაციამ დედა კომპანია Zara Inditex– ს 105,6 მილიარდი დოლარით გადააჭარბა, რაც მას მსოფლიოში ყველაზე ძვირფას ტანსაცმლის გამყიდველად აქცევს.

იანაის მდიდრული ცხოვრების წესი

დღეს, იანაის ქონება 33 მილიარდი დოლარია. იაპონიის უმდიდრესი ადამიანი, უძრავი ქონების ბრწყინვალე პორტფელს ფლობს. მას აქვს 50 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი ტოკიოს მახლობლად. ქონება, აუქციონზე 2001 წელს 73 მილიონ დოლარად შეიძინა.

2009 წელს ის გახდა ჰავაის პლანტაციის გოლფის კლუბის მფლობელი. მან კურსი 50 მილიონ დოლარად შეიძინა. მომდევნო წელს კი კაპალუას ყურეში კიდევ ერთი კლუბი იყიდა.

2014 წელს იანაიმ იყიდა მდიდრული ქონება განსაკუთრებულად მდიდარ შიბუიას მიდამოში.

(წყარო - therichest.com)