პროდუქტი და მომსახურება, რომელიც აგვისტოში გაიაფდა

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ტრანსპორტი, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი, ჯანმრთელობის დაცვა.

,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ პროდუქტებს და მომსახურებას, რომელზეც აგვისტოში ფასები შემცირდა:

  • მანდარინი - 26.5%
  • ფორთოხალი - 13.7%
  • ლიმონი - 8.2%
  • საზამთრო - 7.3%
  • სიმინდის ფქვილი - 3.2
  • გასართობი ცენტრის მომსახურების ღირებულება - 2.9%
  • ტურისტული მოგზაურობა ქვეყნის გარეთ - 1.5%
თამარ მუკბანიანი