1-ლი ოქტომბრიდან რუსეთი ზეთის ექსპორტზე გადასახადს ზრდის

რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გადასახდელის ფასი 1-ლი ოქტომბრიდან 227,2 დოლარამდე გაიზრდება 1 ტონაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ფასი დადგენილია ერთ ტონა ზეთზე ინდიკატორული ფასიდან 1324,7 დოლარი ტონაზე.

სექტემბერში კი ერთი ტონა საექსპორტო ზეთი 169,9 დოლარად იბეგრება (ინდიკატორული ფასიდან 1242,8 დოლარი ტონაზე).

როგორც აქამდე ითქვა, რუსეთმა 1-ლი სექტემბრიდან მზესუმზირის ზეთზე მცურავი გადასახადი დააწესა. „მზესუმზირის დემპფერის“ მექანიზმი 2022 წლის 31 აგვისტომდე იმოქმედებს.

კოკა კვირკველია