მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 221 მილიონს გადააჭარბა, კოვიდ 19-ს დღემდე 4.57 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 221 მილიონს გადააჭარბა.

შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.57 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 197 მილიონს აჭარბებს.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.9 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 40.7 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 32.9 მილიონი შემთხვევით, შემდეგ მოდის ბრაზილია, რუსეთი და გაერთიანებული სამეფო.