შებოლილი და ცოცხალი იხვი, ინდაური და კურდღლები - როგორია პანდემიის დროს გახსნილი ,,კოკორინას“ გეგმები

,,კოკორინა“ თბილისის გარეუბანში, პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე გაიხსნა. მეფრინველეობის ფერმა იხვის და ინდაურის ხორცს უკვე ყიდის, სამომავლოდ კი ციცრის კვერცხის და ციცრის დამატებას გეგმავენ.

ფერმის მფლობელი, ეთო კაპანაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ პანდემიის ყველა ეტაპზე ფერმაა საკუთარი ხარჯების ანაზღაურებას და თავის შენახვას ახერხებდა.

,,ფერმის ფუნქციონირების დაწყებიდან 6 თვეში უკვე რეალიზაცია დავიწყეთ. მოგეხსენებათ, ფრინველს გაზრდისა და კვერცხის დების დაწყებისთვის დროა საჭირო. ეს იყო 2 წლი წინ. მიუხედავად იმისა, რომ ფუნქციონირების დაწყებიდან მალევე პანდემია გამოცხადდა და იყო არა ერთი შეზღუდვა, რეალიზაცია არ გამჭირვებია. პირველი ტალღის დროს, ყველას უნდოდა, რომ მასაც ჰყოლოდა სახლში ფრინველი, იქნებოდა ეს დედაქალაქში მცხოვრებლები თუ ადამიანები, რომელიც პირველი ლოქდაუნისას სოფლებში წავიდნენ. მაშინ ეს იყო ძირითადი სეგმენტი და კარგად იყიდებოდა.

ჩვენი ფერმა დედაქალაქის, ერთ-ერთ დასახლებაში დიდ ლილოში მდებარეობს. ამ წუთას, რეალიზაციაზე გაგვაქვს იხვის კვერცხი, იხვის ნედლი ხორცი და შებოლილი იხვი. ჯერ ჯერობით ბიზნესი საოჯახოა, მე, დედა და ჩემი მეღლე ოჯახის პირბებში ვახდენთ სანიტარული ნორმების დაცვით შებოლვას და გასაყიდად გამზადებას, თუმცა გვინდა ამას წარმოების სახე მივცეთ, ულუფებად დავაფასოოთ და ბრენდირება გავუკეთოთ, რის შემდეგაც გაიყიდება სხვადასხვა მაღაზიებში.

ასევე, გვყავს კურდღლები და ინდაურები, თუმცა ამას სეზონური სახე აქვს. ასევე, ვგეგმავთ მწყრის ხორცის და კვერცხის რეალიზაციის დაწყებასაც. ჩვენი ფერმა ახლა იზრდება და ვითარდება, ამ ეტაპზე ოთხასამდე იხვი გვყავს და მოთხოვნიდან გამომდინარე, დავგეგმავთ, რა მიმართულებით უნდა მოხდეს განვითარება.

პანდემიის დროს, ძალიან დაგვეხმარა და დიდი ნაბიჯი იყო ონლაინ პლატფორმა სოფლიდან.ჯი-ზე პროდუქციის განთავსება. ჩვენ, ბაზარზე ახლა ვიმკვიდრებთ თავს და ეს დიდი ტრამპლინი იყო როგორც ცნობადობისთვის, ასევე იმისთვის ,რომ თუნდაც საკუთარი თავი შეენახა ფერმას. ახლა უკვე რამდენიმე მაღაზიაში ვაბარებთ ჩვენს ნაწარმს, მათ შორისაა, წისქვილი ჯგუფის ,,ბაზარი“,- განაცხადა ეთო კაპანაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი