როგორ შეიცვალა საბანკო პროდუქტების ღირებულება ერთ წელიწადში

ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის ყველა საბანკო პროდუქტი გაიაფდა. გამონაკლისია მხოლოდ იპოთეკური სესხები, რაზეც საპროცენტო განაკვეთმა 1.14%-ით მოიმატა.

რაც შეეხება კონკრეტულად საბანკო პროდუქტებს, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, შინამეურნეობებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ასე გამოიყურება: (ივლისის სტატისტიკა).

  • იპოთეკურ სესხები - 12.07% (2020 წლის ივლისი - 10.93%)
  • ავტოსესხი - 20.88% (2020 წლის ივლისი - 24.53%)
  • ლომბარდული სესხი - 19.97% (2020 წლის ივლისი - 20.76%)
  • სამომხმარებლო სესხი - 18.93% (2020 წლის ივლისი - 20.75%)
  • სამომხმარებლო სესხი - უზრუნველყოფილი - 13.19% (2020 წლის ივლისი - 13.75%)
  • სამომხმარებლო სესხი - არაუზრუნველყოფილი - 20.36% (2020 წლის ივლისი - 22.66%)