არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებამ ოფიციალურად წარმოადგინა ახალი კატეგორიის ვიზა, რომელიც განკუთვნილია გამორჩეული სპეციალისტებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ახალი Green Visa საშუალებას აძლევს უცხოელ სპეციალისტებს, შეიტანონ განაცხადი დასაქმებაზე დამსაქმებლის გარანტიების გარეშე. ხელისუფლებაში ასევე აცხადებენ, რომ ახალი ვიზა საშუალებას მისცემს უცხოელებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს საემიროებში, ამ ქვეყანაში 180 დღემდე დარჩნენ.
საემიროების გაზეთის Khaleej Times-ის ცნობით, Green Visa-ს მფლობელები შეძლებენ საემიროებში დაპატიჟონ საკუთარი შვილები 25 წლამდე და მშობლები. ამ მომენტისთვის კი ვიზის მფლობელებს მხოლოდ 18 წლამდე ასაკის შვილების ჩაყვანა შეუძლიათ.
Bloomberg აღნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის 80%-ს უცხოელები შეადგენენ, რომლებიც საემიროების ეკონომიკის საფუძვლად მიიჩნევიან. ამასთან, ხელისუფლება აპირებს მოიზიდოს ქვეყანაში ინვესტიციები, რის გამოც უწევთ უცხოელებზე გრძელვადიანი საცხოვრებელი ნებართვების გაცემა.