Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1100 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1100 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1170 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 3 სექტემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1196 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7033 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.