ალუმინის ფასი 10-წლიან მაქსიმუმზეა

გვინეაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების ფონზე, რასაც სახელმწიფო გადატრიალება მოჰყვა, მსოფლიო ბირჟებზე ერთი ტონა ალუმინის ფასი 2,761 დოლარამდე გაძვირდა. ეს კი 2011 წლის მაქსიმუმია.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ალუმინის ბაზრის 20% დამოკიდებულია აფრიკულ გვინეადან მოწოდებულ ბოქსიტებზე. ამ ფონზე კი ალუმინის მწარმოებელი სხვა ქვეყნების კომპანიების აქციების ფასი მნიშვნელოვან ზრდას განიცდის.

კოკა კვირკველია