მოტოციკლების მწარმოებლებმა საერთაშორისო სტანდარტების დაწესების მიზნით კონსორციუმი შექმნეს

სკუტერ-მოტოციკლების იტალიურმა მწარმოებელმა, Piaggio-მ კომპანია Honda Motor-თან, KTM-თან და Yamaha Motor-თან კონსორციუმი შექმნა. Reuters-ის ცნობით, კონსორციუმის შექმნის მიზანი ელექტრომოტოციკლებისა და მსუბუქი ელექტრომობილებისთვის ცვლადი აკუმულატორული ბატარეების გამოყენების წახალისებაა.

ცვლადი ბატარეების მოტოციკლების კონსორციუმის (Swappable Batteries Motorcycle Consortium-SBMC) ამოცანა არის მსუბუქი ელექტრომავალი საშუალებების - სკუტერების, მოპედებისა და მოტოციკლების ფართოდ გამოყენება და მათი მართვის ბატარეების უფრო მეტი მდგრადობა. SBMC ყურადღებას გაამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბატარეის ხანგრძლივობა, დატენვის დრო, ინფრასტრუქტურა და ხარჯები. ამასთან, კონსორციუმი ცვალებადი ბატარეების საერთაშორისო სტანდარტების ტექნიკურ მახასიათებლებს შეიმუშაავებს.

კონსორციუმში შემავალი კომპანიები მიესალმებიან ყველას, ვინც მათ შეუერთდება, რათა მაღალი დონის სტანდარტები რაც შეიძლება, მეტ კომპანიაზე გავრცელდეს.

„ურბანული მობილობა ელექტროფიკაციის დელიკატურ და გარდამავალ მომენტს გადის. ამ კონსორციუმის წყალობით, მოტოციკლები მთავარ როლს შეინარჩუნებენ,“ - აცხადებს Piaggio-ს სტრატეგიისა და პროდუქციის განყოფილების უფროსი, მიქელე კოლანინო.

Honda-ს მოტოციკლების ოპერაციების უფროსმა ოფიცერმა, იოშიშიგე ნომურამ განაცხადა, რომ კონსორციუმის მიზანია, მოტოციკლი მომხმარებლებისთვის უფრო მოსახერხებელი გახადოს.

„მათი ფართოდ გამოყენება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უფრო მდგრადი საზოგადოების ჩამოყალიბებას,“ - აცხადებს ნომურა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ