თურქეთში ტრანსპორტით გადაადგილებისას აუცრელებისთვის PCR ტესტირება სავალდებულო გახდა

დღეიდან თურქეთში პირებმა, რომლებიც ორი დოზით არ არიან აცრილები და კორონავირუსი ახალი გადატანილი არა აქვთ, კონცერტებზე, კინოთეატრებსა და თეატრებში დასასწრებად უარყოფითი PCR ტესტები უნდა წარადგინონ. ამის შესახებ ადგილობრივი Hurriyet იუწყება.

მასობრივი ღონისძიების ორგანიზატორებმა, არა უგვიანეს 48 საათისა, დამსწრეები კონტაქტის მოძიების სისტემაში HES-ის პერსონალური კოდების მიხედვით უნდა გადაამოწმონ, რომელიც აჩვენებს, არის თუ არა პირი ვაქცინირებული, გამოჯანმრთელებული ან უარყოფითი ტესტის მატარებელი.

დღეიდან, ასევე, ძალაში შევიდა PCR ტესტირება თვითმფრინავით, ავტობუსით, მატარებლით ან სხვა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით საერთაშორისო მგზავრობის დროს, რაც მგზავრმა, ასევე, არაუგვიანეს 48 საათში უნდა ჩაიტაროს. მოქალაქეები, რომლებიც ვაქცინირების საშვს ან PCR ტესტის უარყოფით პასუხს არ წარადგენენ, საქალაქთაშორისო მგზავრობას ვერ შეძლებენ. აეოროპორტებში, ავტოსადგურებსა და რკინიგზის სადგურებზე მოქალაქეებმა HES-ის პერსონალური კოდები უნდა წარადგინონ. PCR ტესტირების მოთხოვნა კერძო სატრანსპორტო საშუალებებით მოძრავ პირებს ჯერჯერობით არ შეეხება.

მასწავლებლებს, განათლების სფეროს სხვა თანამშრომლებსა და უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე, PCR ტესტების ჩაბარება მოეთხოვებათ, რადგან სკოლები საკლასო ოთახებში სწავლის დასაწყებად ემზადებიან.

მანამდე პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აცხადებდა, რომ PCR ტესტები სავალდებულო გახდებოდა, რათა მთავრობას COVID-19-ის გავრცელება შეეჩერებინა.

დაჩქარებული ვაქცინაციის მიუხედავად, გასული წლის ივლისიდან COVID-19-ით ინფიცირების ყოველდღიური რაოდენობა თურქეთში 20 000-მდე გაიზარდა. იზრდება დაღუპულთა რიცხვიც.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ