მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 222 მილიონს გადააჭარბა, 4.58 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 222 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.58 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 198 მილიონს აჭარბებს.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 40.8 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 33 მილიონზე მეტი შემთხვევით, შემდეგ მოდის ბრაზილია, რუსეთი და გაერთიანებული სამეფო.