აგვისტოში საქართველოს 247 222 ტურისტი ეწვია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტარციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის აგვისტოში საქართველოს 266 544 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. აქედან 247 222 ვიზიტი ტურისტული დანიშნულების იყო. ანუ გამოდის, რომ ტურისტული მიზნით აგვისტოში საქართველოს 247 222 ვიზიტორი ეწვია, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 615.2%-ით მეტია.

მოცემული შთამბეჭდავი ზრდა ლოგიკურია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წინა წლის მაისში ქვეყანა, ფაქტობრივად, მთლიანად ჩაკეტილი იყო.

სურათის უფრო ნათლად დასანახად, 2021 წლის მაისის სტატისტიკა 2019 წლის სტატისტიკას უნდა შევადაროთ, სადაც მონაცემები გვიჩვენებს, რომ ტურისტული ვიზიტები 67.2%-ით არის შემცირებული. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2019 წელს ტურისტული ვიზიტის მიზნით 753 648 ვიზიტორი ეწვია.

მიმდინარე წლის აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოს რუსეთიდან ეწვია, კერძოდ, 39 909 ადამიანი. შემდეგ მოდის თურქეთი 34 847 ვიზიტორით და უკრაინა, სიადანაც აგვისტოში 29 372 ვიზიტორი შემოვიდა.

ნოდარ სირბილაძე