საფრანგეთი მარჯნის რიფის გადასარჩენად 3 მილიონ ევროს გამოყოფს

საფრანგეთი მარჯნის რიფების გლობალური ფონდისთვის, რომელიც ოკეანეებში ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად იბრძვის, 3 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ორშაბათს ბუნების დაცვის საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლედრიანმა განაცხადა.

„ჩვენ სასწრაფოდ უნდა დავაფინანსოთ მარჯნების აღდგენის და დაცვის პროგრამა. საფრანგეთი მხარს უჭერს მარჯნის რიფების გლობალურ ფონდს. ვაპირებთ, ამ ფონდისთვის 3 მილიონი ევროს გამოყოფას და იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ 625 მილიონის მობილიზებას მარჯნის რიფების მომდევნო 10 წლით შესანარჩუნებლად“, - განაცხადა ფრანგმა მინისტრმა.

ბუნების დაცვის კავშირის საერთაშორისო კონგრესი საფრანგეთის ქალაქ მარსელში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარასკევს გახსნა. მასში მონაწილეობას იღებენ ბუნების დამცველი ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

კოკა კვირკველია