საქართველოში მედიკამენტების იმპორტი შემცირდა, თუმცა ღირებულება გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ 2020 წლის იანვარ-ივლისში, ქვეყანაში ჯამში179,5 ტონამდე სამკურნალო საშუალება 188.5 მლნ აშშ დოლარად შემოვიდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 161,8 ტონის ღირებულებამ 209.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან დაფასოებული მედიკამენტი იყო 5,4 ტონა (203.7 მლნ აშშ დოლარი), ხოლო დაუფასოებელი - 156.5 ტონა (6.2 მლნ აშშ დოლარი).
რაც შეეხება 2020 წლის 7 თვის მაჩვენებელს, საქართველოში 172.3 ტონა (6.4 მლნ აშშ დოლარი) დაუფასოებელი და 7,157 ტონა - (182 მლნ აშშ დოლარი) დაფასოებული მედიკამენტი შემოვიდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, იმ ტოპ-10 ქვეყნით, სადაც საქართველო სამკურნალო საშუალებებს ყიდულობს. 2021 წლის იანვარ-ილისში დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის თვალსაზრისით, ლიდერები იყვნენ:
რაც შეეხება ტოპ-10 ქვეყანას, საიდანაც დაუფასოებელი მედიკამენტები შემოდის, ჩამონათვალი ასეთია: