საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა 4 მლრდ დოლარს გადააჭარბა

საქართველოს საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის აგვისტოში რეზერვები წინა თვესთან შედარებით 244 მილიონი დოლარით გაიზარდა და 4.116 მლრდ დოლარს გადააჭარბა. რეზერვების ზრდის მთავარი მიზეზი IMF-ის მიერ ქვეყნისთვის 286 მილიონი დოლარის მოცულობის SDR-ის ჩარიცხვა გახდა.

მიუხედავად ამისა, შემცირდა უცხოური ვალუტის რეზერვები. სებ-ის ინფორმაციით, თუ 2021 წლის ივლისში უცხოური ვალუტის რეზერვები იყო 3.667 მლრდ დოლარი, აგვისტოში ის 3.626 მლრდ დოლარამდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთაშორისო რეზერვები მაქსიმალური მოცულობის მაისში იყო და 4.153 მლრდ დოლარს შეადგენდა. სავალუტო რეზერვებიც ყველაზე მაღალი მაისში იყო - 3.945 მლრდ დოლარი.