ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე სატესტო მატარებელმა გაიარა

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე, ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა გაიარა.

ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით.

"ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა და მატარებელი სასაზღვრო სადგურამდე მივიდა. ამ მონაკვეთზე სარკინიგზო გზა უკვე მზად არის და შექმნილია ყველა პირობა მოძრაობისთვის", - ნათქვამია აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.

ბაქო-თბილისი-ყარსის 105-კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალის დამთავრება 2015 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. პროექტის განხორციელება 2007 წელს დიწყო, მშენებლობა კი 2008 წელს. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე.