2021 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 56.7 პროცენტით გაიზარდა და 35.0 მილიარდი ლარი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2021 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 13.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 43.4 პროცენტით მეტია.
ამასთან, 2021 წლის II კვარტალში მთლიანი ბრუნვის 61.4 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 18.2 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 20.4 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-10 კომპანიას ყველაზე დიდი ბრუნვით:
აღსანიშნავია, რომ სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით