„კოალიციური მთავრობა რომ გვყავდეს, ასეთი კატასტროფული ინვესტიციების მაჩვენებლის გამო, მაქსიმუმ მთავრობის უნდობლობის საკითხი დადგებოდა“

„ახლა რომ კოალიციური მთავრობა გვყავდეს და ასეთი კატასტროფული ინვესტიციების მაჩვენებელი გამოქვეყნდეს, მაქსიმუმ მთავრობის უნდობლობის საკითხი დადგებოდა მყისიერად“. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„რატომ კოალიციური მთავრობა?

ახლა რომ კოალიციური მთავრობა გვყავდეს და ასეთი კატასტროფული ინვესტიციების მაჩვენებელი გამოქვეყნდეს, რა მოხდებოდა?

დიახ, მინიმუმ ეკონომიკური ბლოკის და მაქსიმუმ მთავრობის უნდობლობის საკითხი დადგებოდა მყისიერად, იმიტომ რომ არცერთი თავმოყვარე პარტია ასეთ მონაცემებზე პასუხისგებლობას არ აიღებდა.

ასეც უნდა ხდებოდეს, თუ განვითარება გვინდა,“-წერს ქადაგიძე.