ბილაინის აბონენტებს ვირტუალური სიმ ბარათით სარგებლობა უკვე შეუძლიათ

ბი­ლა­ი­ნი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯგუფ „ვი­ო­ნის“ წევ­რი, მომ­ხმა­რე­ბელს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სიმ ბა­რა­თით (eSIM) სარ­გებ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს. eSIM- ი (Embedded SIM) სმარ­ტფონ­ში ჩა­შე­ნე­ბუ­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სიმ ბა­რა­თია და აბო­ნენ­ტებს ყვე­ლა იმ სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, რო­მე­ლიც ფი­ზი­კუ­რი სიმ ბა­რა­თის შემ­თხვე­ვა­შია ხელ­მი­საწ­ვდო­მი. eSIM-ი თა­ნა­მედ­რო­ვე გა­და­წყვე­ტაა, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს უქ­მნის მნიშ­ვნე­ლო­ვან კომ­ფორ­ტს, აძ­ლევს მოქ­ნი­ლო­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბას. გარ­და ამი­სა, eSIM-ის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა მარ­ტი­ვად და სწრა­ფად, სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი - დღის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ში, ბი­ლა­ი­ნის ვებ-გვერ­დის მეშ­ვე­ო­ბით. eSIM-ს აქვს არა­ერ­თი უპი­რა­ტე­სო­ბა ფი­ზი­კურ ბა­რათ­თან შე­და­რე­ბით - ის არ ფუჭ­დე­ბა და არ იკარ­გე­ბა, მისი გა­მოც­ვლაც ონ­ლა­ი­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ბი­ლა­ი­ნის eSIM-ის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის პრო­ცე­სი მარ­ტი­ვი ეტა­პე­ბის­გან შედ­გე­ბა და სა­ჭი­რო­ებს ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის (ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში) და სმარ­ტფო­ნის მო­დე­ლის მი­თი­თე­ბას, პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ატ­ვირ­თვას და ფო­ტოს გა­და­ღე­ბას ვებგ­ვერ­დის მეშ­ვე­ო­ბით­ვე. პრო­ცე­სის და­სას­რულს, მომ­ხმა­რე­ბე­ლი იღებს QR კოდს და მისი დას­კა­ნი­რე­ბით ხდე­ბა eSIM-ის აქ­ტი­ვა­ცია.

კი­დევ უფრო მეტი სი­მარ­ტი­ვის­თვის, ბი­ლა­ი­ნის ვებ-გვერ­დზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია აქ­ტი­ვა­ცი­ის პრო­ცე­სის აღ­მწე­რი ვი­დე­ო­ე­ბი და დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც iOS ასე­ვე Android ოპე­რა­ცი­უ­ლი სის­ტე­მე­ბის სმარ­ტფო­ნე­ბის­თვის.

eSIM-ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 5₾ შე­ად­გენს. ბი­ლა­ი­ნის აბო­ნენ­ტებს ფი­ზი­კუ­რი სიმ ბა­რა­თის eSIM-ით შეც­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც აქვთ, ასე­ვე სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 5₾ შე­ად­გენს. რო­გორც eSIM-ის ყიდ­ვის, ასე­ვე ფი­ზი­კუ­რი სიმ ბა­რა­თის eSIM-ით შეც­ვლის შემ­თხვე­ვა­ში აბო­ნენ­ტე­ბი ბი­ლა­ი­ნის­გან 5GB ინ­ტერ­ნეტს სა­ჩუქ­რად იღე­ბენ.

eSIM-ის აქ­ტი­ვა­ცია ფი­ზი­კურ სიმ ბა­რათ­თან ერ­თა­დაც ხდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად აბო­ნენ­ტებს ერ­თდრო­უ­ლად ორი ნომ­რით სარ­გებ­ლო­ბა შე­უძ­ლი­ათ. ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სიმ ბა­რა­თით სარ­გებ­ლო­ბის­თვის სმარ­ტფონს უნდა ჰქონ­დეს შე­სა­ბა­მი­სი მხარ­და­ჭე­რა. ასე­თი სმარ­ტფო­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მია ბი­ლა­ი­ნის ვებ-გვერ­დზე.

„მო­ხა­რუ­ლი ვარ, მომ­ხმა­რე­ბელს შევ­თა­ვა­ზოთ სა­უ­კე­თე­სო თა­ნა­მედ­რო­ვე გა­და­წყვე­ტა eSIM -ის სა­ხით, რაც მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად, ონ­ლა­ინ ნე­ბის­მი­ერ დროს, სმარ­ტფონ­ზე თა­ვად გა­ი­აქ­ტი­უ­რონ ახა­ლი სიმ ბა­რა­თი ან eSIM -ით შეც­ვა­ლონ უკვე არ­სე­ბუ­ლი. ბი­ლა­ი­ნის მი­ზა­ნია ყო­ველ­თვის მი­ა­წო­დოს მომ­ხმა­რე­ბელს სა­უ­კე­თე­სო ციფ­რუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი და მომ­სა­ხუ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც უმარ­ტი­ვე­ბენ ჩვე­ნი სერ­ვი­სე­ბით სარ­გებ­ლო­ბას და მათ მი­ღე­ბას რე­ა­ლურ დრო­ში, რო­გორც და სა­დაც არ უნდა ჭირ­დე­ბო­დეთ“, - ამ­ბობს ბი­ლა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ლაშა ტა­ბი­ძე.