Audi მიკროჩიპების დეფიციტის გამო მუშაობის მოკლე რეჟიმზე გადავიდა

გერმანულია კომპანია Audi, რომელიც Volkswagen Group-ში შედის, თანამშრომლებს, სულ ცოტა, მომავალი წლის მეორე ნახევრამდე მუშაობის მოკლე რეჟიმზე გადაიყვანს.

ავტომწარმოებელი მოელის, რომ მიკროჩიპების გლობალური დეფიციტი 2022 წლის განმავლობაშიც შენარჩუნდება, რაც წარმოების მოცულობაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს.

Audi თანამშრომლებს გარანტიას აძლევს, რომ მათ სამუშაო ადგილებს გერმანიის საწარმოებში 2029 წლამდე შეუნარჩუნებს. კომპანიის კადრების განყოფილების ხელმძღვანელმა, საბინა მაასენმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ დროისთვის Audi-ს, დაახლოებით, 16,000 თანამშრომელი შემოკლებული გრაფიკით უკვე მუშაობს, რისი მიზეზიც ცალკეულ საწარმოებში მიკროჩიპების დეფიციტია.

კოკა კვირკველია