1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1143 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1143 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1143 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1115 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6805 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6924 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0119 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.