ბილ გეითსის საინვესტიციო ფონდმა Four Seasons-ის აქციების პაკეტი 2,2 მლრდ დოლარად შეიძინა

კომპანიამ Cascade Investment-მა, რომელიც მილიარდერ ბილ გეითსს ეკუთვნის, სასტუმროების ქსელში Four Seasons-ში საკუთარი წილი 47,5%-დან 71,25%-მდე გაზარდა. როგორც The Wall Street Journal-ი წერს, გარიგების ღირებულებამ 2,21 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გამოცემის მონაცემებით, საინვესტიციო ფონდმა აქციების 23,75% საუდის არაბეთის კომპანია Kingdom Holding-ისგან იყიდა. როგორც გამოცემის წყარო აცხადებს, ამ მომენტისთვის კომპანიის ვალი 850 მილიონი დოლარია. შეთანხმების შედეგად კი ახლა სასტუმროების ქსელი შეფასებულია 10 მილიარდ დოლარად. შეთანხმების დახურვა დაგეგმილია 2022 წლის იანვარში.

Four Seasons კანადელმა ბიზნესმენმა ისადორ შარპომმა 1960 წელს დააარსა. მას ახლა ამ კომპანიის აქციების 5% ეკუთვნის. კომპანიის განკარგულებაში ამ დროისთვის 120 სასტუმრო და 46 უძრავი ქონების ობიექტია მსოფლიოს 47 ქვეყანაში.

კოკა კვირკველია