საქართველოში 2 ახალი -  ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიები დაარსდება

საქართველოში 2 ახალი დაცული ტერიტორია დაარსდება.

ამის შესახებ მთავრობის მოკლევადიან სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტს საშემოდგომო სესიისთვის გადაეგზავნა.

კერძოდ, როგორ დოკუმენტშია აღნიშნული, კანონპროექტის მიზანია, ახალი დაცული ტერიტორიების - ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის და ტანას აღკვეთილის დაარსება და მათი მართვის და ფუნქციონირების სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება.

თაია არდოტელი