მებაჟე ოფიცრებმა 48 380 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

მებაჟე ოფიცრებმა 48 380 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„უწყების ცნობით, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი”, ეჭვის საფუძველზე, სატვირთო ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, დეკლარირებულ ტვირთთან ერთად (ფრინველთა საკვები), 48 380 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 11 069,6 ლარი შეადგინა“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.