რა თანხას ვიხდით ბიუჯეტში ჩვენი შემოსავლებიდან

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში, 14 697 484 990 ლარი, შემოსავლებმა კი - 8 437 197 635 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საშემოსავლო გადასახადის სახით, ნაერთ ბიუჯეტში - 2 019 463 650 ლარის; ხოლო დამქირავებლის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადის სახით - 1 773 409 469 ლარის მობილიზება მოხდა.

ცნობისთვის, ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, 2021 წლის იანვარ-ივლისში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა სულ 12 584 467 264 ლარი შეადგინა. საშემოსავლო გადასახადით სახით, კი სახელმწიფო ბიუჯეტში 1 877 115 361 ლარი შევიდა.

თაია არდოტელი