ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო ხდება

2015 წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო ხდება.

ამ დრომდე ძალაშია "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონის ის პუნქტი, რომელიც მომავალი წლის 1-ელი მარტიდან სატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისიანობაზე სავალდებულო ტესტირებას ითვალისწინებს. საუბარია იმის თაობაზეც, რომ მანქანების ე.წ. ტექდათვალიერება, შესაძლოა, კიდევ ორი წლით – 2017 წლამდე გადავადდეს, თუმცა შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით, მთავრობას პარლამენტისთვის ჯერ არ მიუმართავს.

დღემდე, ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირებას მხოლოდ ის სატრასპორტო საშუალებები ექვემდებარება, რომლებიც ახორციელებენ ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვას, სახიფათო ტვირთის გადაზიდვას და რომელთაც სამი ტონა და მეტი ტვირთამწეობა გააჩნიათ.

ყველა სხვა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელისათვის ტექდათვალიერების განხორციელება ნებაყოფლობითია.