IKEA-მ ესპანეთში სარეკლამო რეალითი შოუ დაიწყო

ესპანეთში საყოფაცხოვრებო ავეჯის მსოფლიო ბრენდის, IKEA-ს 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რეალითი-შოუ, „Got in 90s" („90-იანებში მოხვედრილები") შეიქმნა, რომელიც სარეკლამო ხასიათისაა. ინფორმაციას The Drum ავრცელებს.

რეალითი-შოუს ავტორი სარეკლამო სააგენტო McCann-ია. მასში ახალგაზრდების ჯგუფი ერთად ცხოვრობს 24 საათის განმავლობაში სახლში, რომელიც 90-იანი წლების დიზაინით არის მოწყობილი.

„ჩვენ მხოლოდ რეკლამის კი არა, უფრო რეალითი შოუს გაკეთება გვინდოდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კომპლექტური სარეკლამო კამპანია, რომელიც, ამავე დროს, პოპულარულ სატელევიზიო შოუდ გადაიქცა,“ - აცხადებს McCann Spain-ის მთავარი კრეატიული ოფიცერი, ემილიანო გონსალეს დე პიეტრი.

სახლში, სადაც მონაწილეები ცხოვრობენ, რეტრო ავეჯის კომპლექტი 90-იანი წლების ტიპიური ესპანური სახლის მიხედვით იქნა მოდელირებული. დიზაინი მოკლებულია IKEA-ს ყველანაირ კომფორტულ და პრაქტიკულ საყოფაცხოვრებო ნივთს, როგორიცაა ერგონომიული შენახვის თაროები ან ჰაეროვანი საბნები. თეთრეული იჩხვლიტება, აბაზანა ნებისმიერი სახის სილამაზის პროცედურისთვის მეტად პატარაა, ხოლო ძველი ტელეფონი ახალგაზრდებისთვის პრაქტიკულად უცნობი ნივთია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ