FDI 2020 - სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად შეამცირა.

გაეროს მონაცემებით, გასულ წელს ინვესტიციების ნაკადებმა 846 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 38%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. აღსანიშნავია ისიც, რომ 2020-ში მსოფლიო მშპ-ში FDI-ს წილი მხოლოდ 1% იყო, რაც 1999 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მართალია ანალიტიკოსების პროგნოზი 2021 წელთან დაკავშირებით შედარებით დამაიმედებელია, თუმცა ცალკეულ ქვეყნებში, მაგალითად, საქართველოში უცხოური ინვესტიციების ზრდის დინამიკა ჯერ ისევ არ დაფიქსირებულა. მეტიც, 2021 წლის მე-2 კვარტალში ქვეყანაში უფრო ნაკლები ინვესტიცია განხორციელდა, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - საქსტატის მონაცემებით, წელს FDI იყო 234.2 მლნ დოლარი, შარშან - 240.3 მლნ დოლარი.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ინვესტიციები შემცირდა მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანშიც.

„ბიზნესპრესნიუსი გთავაზობთ, ბოლო 4 წლის სტატისტიკას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობასთან დაკავშირებით საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში: (აღსანიშნავია, რომ მეზობელ ქვეყნებს 2021 წლის მონაცემები სრულად გამოქვეყნებული ჯერ არ აქვთ).

საქართველო:

  • 2017 წელი - 1.980 მლრდ დოლარი
  • 2018 წელი - 1.317 მლრდ დოლარი
  • 2019 წელი - 1.335 მლრდ დოლარი
  • 2020 წელი - 572 მლნ დოლარი

აზერბაიჯანი:

  • 2017 წელი - 2.867 მლრდ დოლარი
  • 2018 წელი - 1.403 მლრდ დოლარი
  • 2019 წელი - 1.504 მლრდ დოლარი
  • 2020 წელი - 507 მლნ დოლარი

სომხეთი:

  • 2017 წელი - 251 მლნ დოლარი
  • 2018 წელი - 254.1 მლნ დოლარი
  • 2019 წელი - 254.5 მლნ დოლარი
  • 2020 წელი - 117 მლნ დოლარი

ნოდარ სირბილაძე