Amazon-ი საკუთარი წარმოების ტელევიზორების გაყიდვებს იწყებს

ამერიკული კომპანია Amazon-ი გაყიდვაში უშვებს საკუთარი წარმოების ტელევიზორებს Fire TV.

ამის შესახებ კომპანიის მიერ ხუთშაბათს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა დენიელ როშმა განაცხადა, „კომპანიამ გადააფასა ტელევიზორების შესაძლებლობები და შექმნა საკუთარი“ ხმოვანი ასისტენტის Alexa-ს საფუძველზე. ყველა მოწყობილობის მართვა მოხდება ხმოვანი ბრძანებით ახლო დისტანციიდან. ეკრანებს ექნებათ 4K Ultra HD გაფართოვება. ხაზში წარმოდგენილი იქნება ორი ვერსია - Omni და უფრო ბიუჯეტური 4-Series.

Fire TV Omni სერიის ტელევიზორები ხუთი მოდელით გამოდის ბაზარზე - დაწყებული 43 ინჩიანიდან და დამთავრებული 75 ინჩით. ყველაზე პატარა მოდელის ფასი კი 409,99 დოლარია. Fire TV 4-Series ტელევიზორების ფასი კი 369,99 დოლარიდან დაიწყება.

კოკა კვირკველია