Microsoft-მა თანამშრომლების ოფისებში დაბრუნების პროცესი გადადო

ამერიკული კორპორაცია Microsoft-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ და კომპანია LinkedIn-ის ხელმძღვანელმა რაიან როსლანსკიმ განიხილეს დელტა შტამის გავლენა თანამშრომლების ოფისებში დაბრუნების პროცესზე. Microsoft-ის საიტზე გავრცელებული პრეს-რელიზის მიხედვით, კომპანიამ გაურკვეველი ვადით გადადო თანამშრომლების ოფისებში სრულად დაბრუნება და ისინი კვლავ დისტანციურზე დატოვა.

„ჩვენ, ფაქტობრივად, ვგეგმავდით, რომ 4 ოქტომბერი რედმონდში მდებარე Microsoft-ის სათავო ოფისის სრულფასოვნად გახსნის და ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში მდებარე ოფისების ამუშავების პირველი შესაძლო თარიღი იქნებოდა, თუმცა, როგორც ჩვენს, თანამშრომლებს განვუცხადეთ, ეს გეგმა შეიცვალა. COVID-19-თან დაკავშირებული გაურკვევლობის ფონზე ჩვენ ვეცადეთ არ დავგეგმოთ ახალი თარიღი თუ როდის მოხდება თანამშრომლების ოფისებში სამუშაოდ დაბრუნება,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, Microsoft-მა გამოაცხადა 30-დღიანი გარდამავალი პერიოდი, რომელიც თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, მიაჩვიონ საკუთარი თავი ოფისებში მუშაობას.

კოკა კვირკველია