გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა დასრულდა

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა დასრულდა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანია „გაზპრომმა“ დღეს განაცხადა.

„მმართველი საბჭოს თავჯდომარემ, ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ დღეს დილით, მოსკოვის დროით 8:45 საათისთვის, გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა სრულად დასრულდა”, - ნათქვამია „გაზპრომის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 11 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი რუსეთს საშუალებას მისცემს ევროპას გაზი ბალტიის ზღვით, უკრაინის გვერდის ავლით მიაწოდოს.

დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი გაზსადენს ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებს.