სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთში დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის ნებართვების გაცემა 13 სექტემბერს დაიწყება

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის (სპეციალური) ნებართვების გაცემა დაიწყება 13 სექტემბერს, დილის 9.00 საათიდან - სააგენტოს თბილისის, ბათუმისა და ფოთის ოფისებიდან. ხოლო, რაც შეეხება მე-3 ქვეყანაში/ მე-3 ქვეყნიდან გადაზიდვის თურქეთის რესპუბლიკის ნებართვებს, მათი გაცემა დაიწყება, ასევე ერთდროულად, 20 სექტემბერს, დილის 9.00 სთ-დან, სააგენტოს სამივე ოფისიდან.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა, საქართველოდან თურქეთისა და ასევე რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით გადაზიდვების ნებართვის მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.