მდიდართა ჰაბი - 7 ქალაქი, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმ საოცარ მიღწევებზე, რასაც მილიონერები და მილიარდერები აკეთებენ. ზოგი მოგზაურობს კოსმოსში, სხვები არაკომერციულ ორგანიზაციებს აფინანსებენ, მუშაობენ ისეთი ბიოტექნოლოგიების შექმნაზე, რაც ადამიანის სიბერეს შეაჩერებს.

ამ მეგა მდიდარ ადამიანებს ნაყოფიერი მუშაობის დაწყებამდე, ასეთივე ნაყოფიერი დასვენება და განტვირთვა სჭირდებათ. საინტერესოა, დედამიწის რომელ კუთხეს დაქალაქს ირჩევენ ისინი საცხოვრებლად, რომ საკუთარი მყუდრო გარემო მოიწყონ.

გთავაზობთ, მსოფლიოს 7 უდიდეს ქალაქს, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს:

პეკინი, ჩინეთი

სტატისტიკის თანახმად, პლანეტაზე ყველაზე მეტი მილიარდერი პეკინში ცხოვრობს. თავის მხრივ, პეკინში, რომელსაც 145 მილიარდერი ჰყავს, უამრავი ულტრა თანამედროვე სტილის ნაგებობა მდებარეობს. მილიარდრების ქონება მთლიანად 2.5 ტრილიონი დოლარია.

შანხაი, ჩინეთი

2016 წელს ჩინეთი მსოფლიოს წამყვანი მილიარდერი ქვეყანა გახდა, რომელმაც ნიუ-იორკს პირველად გადაუსწრო. მსოფლიოს 113 უმდიდრესი ადამიანის სამშობლო - შანხაი - ბაზარზე ყველაზე მდიდრულ ქონებას გვთავაზობს. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მილიარდერები ჩინეთში ცხოვრობენ, არის წარმოება და ტექნოლოგია.

ნიუ იორკი, აშშ

ამ ხმაურიან ქალაქს, რომელსაც არასოდეს სძინავს, შანხაის შემდეგ ყველაზე მეტი მილიარდერი ჰყავს. ლოგიკურია, რომ ბევრი იცხოვრებს ქალაქში, სადაც საფონდო ბირჟაა, უმაღლესი დონის ტექნოლოგია, გართობა და სხვა სარგებელია. ქალაქში 126 მილიარდერია, რომელთა შორის ყველაზე მდიდარი მაიკლ ბლუმბერგია. ის 60 მილიარდს ფლობს.

შენჟენი, ჩინეთი

ქალაქი შენჟენი ბოლო წლებში ქვეყნის ტექნოლოგიური კერა გახდა, რაც მდიდარი მოსახლეობის ზრდას ხელს უწყობს. 30 მილიარდერი საცხოვრებლად სწორედ ჟენშენს ირჩევს. ქალაქი უძრავი ქონების ბაზრებზე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სახლების ხუთეულშია.

ქალაქს აქვს სახის ამომცნობით გადახდის სისტემა, ელექტრო ტაქსი, ავტობუსები და თანამედროვე სატრანსპორტო სისტემა. შენჟენს აქვს გიგანტური სავაჭრო და სასადილო ადგილი ყურეში, ტექნოლოგიური ბაზარი და თემატური პარკები.

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

ლონდონში 60-ზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს. ქალაქს აქვს მილიარდერების ბულვარი, რომელიც კენსინგტონის სასახლის ბაღებში მდებარეობს. ქალაქს მთელ მსოფლიოში ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური გავლენა აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ, ჯანსაღ, ინოვაციურ ჯანდაცვასა და სამედიცინო სექტორზე.

ჰონგ-კონგი, ჩინეთი

შენჟენთან და პეკინთან შედარებით, ამ მხრივ ჰონგ-კონგმა უკან დაიხია, მაგრამ 100 მილიარდერის რჩეული მაინც არის. Business Insider-ის ინფორმაციით, სუპერ მდიდრები ისეთ მდიდრულ უბნებში ცხოვრობენ, როგორიცაა Deep Water Bay ან The Peak. ჰონგ-კონგი ასევე მასპინძლობს მიშლენის ვარსკვლავით 82 რესტორანს. დადგენილია, რომ ჰონგ-კონგის ყოველი მეშვიდე მცხოვრები მილიონერია. სულ მცირე 10 000 ადგილობრივს აქვს 30 მილიონ დოლარზე მეტი ქონება.

მოსკოვი, რუსეთი

უძრავი ქონება მოსკოვში კვლავ პოპულარული გახდა, მაგრამ მილიარდერების უმეტესობა იქ ქვეყნის ბუნებრივი რესურსების გამო ცხოვრობს. ქვეყნის უმდიდრესმა ადამიანებმა: ვლადიმერ ლისინმა, ალექსეი მორდაშოვმა და რომან აბრამოვიჩმა თავიანთი არჩევანი, რუსეთში ფოლადსა და ნავთობზე გააკეთეს.

მოსკოვში 99- ზე მეტი მილიარდერი და ცხოვრობს, თუმცა აღსანიშავია ისიც, რომ რამდენიმე ცენტრალური ქალაქის გარდა, პერიფერიებში და სოფლებში საცხოვრებელი საკმაოდ ცუდი პირობებია.

(წყარო: therichest.com)

თეონა რამაზაშვილი