ჯენიფერ ენისტონმა საკუთარი თმის ხაზი LolaVie and Bad Hair Days დააფუძნა

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ჯენიფერ ენისტონს ცუდი ხარისხის თმა აქვს - და ყოველთვის აქვს. ამის შესახებ ვარსკვლავმა მისი ახალი ბრენდის დაფუძნებისას განაცხადა.

”სიმართლე გითხრათ, ჩემი თმა ყოველთვის ეკალივით იყო ჩემთვის. დედაჩემმა ნება მომცა, ჩემი თმისთვის რაც მსურდა, ის გამეკეთებინა. 13 წლის რომ ვიყავი, გრძელი თმა მქონდა და შევიჭერი. მას შემდეგ ვცდილობ გავიზარდო. მე ყოველთვის მქონდა პრობლემა თმაზე. ვცადე ყველაფერი კვერცხიდან და მაიონეზიდან დაწყებული, ავოკადოთი დამთავრებული“. -განაცხადა ენისტონმა.

ენისტონმა წარმოებაში და ბაზარზე საკუთარი თმის ხაზი, LolaVie გაუშვა. ეს არის ბუნებრივად მიღებული მცენარეული ბრენდი, რომელიც ხელს უწყობს თმის გაზრდასა და გაჯანსაღებას. ხაზი არის ვეგანური, ფორმულა დამზადებულია სილიკონების, პარაბენების, სულფატების, ფტალატების, წებოვანის და კონსერვანტების გარეშე.

ენისტონისთვის LolaVie Gloss Detangler დებიუტია. მისთვის ეს პირველი სილამაზის ბრენდია, რომელიც მსახიობმა დააფუძნა.

LolaVie Bond მზადდება ჩიას თესლისგან და აღადგენს დაზიანებებს, მომავალში კი თავიდან აიცილებს მას. სილამაზის პროდუქტების უმეტესობა წყალზეა დაფუძნებული, სარგებლის გარეშე. სამაგიეროდ, LolaVie ჩამოყალიბებულია ბამბუკის ბაზაზე, რასაც ბევრ სარგებელი მოაქვს.

თავად ბრენდის სახელიც ენისტონისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ბევრი მეგობარი მას ლოლას ეძახის, ხოლო ენისტონისთვის ლოლა ნდობის, უშიშრობისა და ავტორიტეტის სიმბოლოა.

წყარო: forbes

თეონა რამაზაშვილი