სად ვყიდით და ვყიდულობთ ნიგოზს

2021 წლის განმავლობაში საქართველოში 137.19 ტონა, 522.23 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ნიგოზი (ნაჭუჭგაცლილი კაკალი) შემოვიდა. 2020 წლის პირველ 7 თვეში კი 826.61 ათასი დოლარის ღირებულების 204.58 ტონა კაკალი. ამასთან, წელს ქვეყნიდან გავიდა 409.53 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 49.09 ტონა ნიგოზი, 2020 წელს კი 49.55 ტონა, 331.9 ათასი დოლარის ღირებულების.

,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ვყიდით და ვყიდულობთ ნიგოზს.

ძირითადი ქვეყნები, სადაც საქართველო ხმელ ნაჭუჭგაცლილ კაკალს ყიდის, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • არაბთა გაერთიანებული საამირო - 332.6 ათასი აშშ დოლარი
  • სომხეთი - 68 ათასი აშშ დოლარი
  • ფინეთი - 7 ათასი აშშ დოლარი

აც შეეხება იმ ძირითად ქვეყნებს, სადაც საქართველომ მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში პროდუქტი იყიდა, ასე გამოიყურება:

  • უკრაინა - 254.13 ათასი აშშ დოლარი
  • ყირგიზეთი - 197.81 ათასი აშშ დოლარი
  • არაბთა გაერთიანებული საამირო - 59.71 ათასი აშშ დოლარი
  • ჩინეთი - 10.13 ათასი აშშ დოლარი
თამარ მუკბანიანი