1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1140 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1140 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1140 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1157 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6842 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6865 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0023 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.