სად ვყიდულობთ მეორად რბილ ავეჯს, რომლის იმპორტი თითქმის გაორმაგდა

საქართველოში მეორადი რბილი ავეჯის იმპორტი თითქმის გაორმაგდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, თუ 2020 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 197 ათასი აშშ დოლარის რბილი ავეჯი შემოვიდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში - 321.3 ათასი აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც 2021 წლის 7 თვეში რბილი ავეჯის იმპორტი განხორციელდა:

  • თურქეთი - 122 020 ათასი აშშ დოლარი
  • ბელგია - 71 430 აშშ დოლარი
  • ნიდერლანდი - 60 120 აშშ დოლარი
  • გერმანია - 20 390 აშშ დოლარი
  • ლატვია - 19 070 აშშ დოლარი

გარდა ამისა, მეორადი ავეჯი ასევე, შემოდის: ბულგარეთიდან, საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან, სომხეთიდან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან, ნორვეგიიდან, რუსეთიდან, ნორვეგიიდან, აშშ-დან და გაერთიანებული სამეფოდან.

ნინი ქეთელაური